Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ყირგიზეთში „კატასტროფის“ საფრთხეზე საუბრობს


ლტოლვილების საკითხში გაეროს უმაღლესმა კომისარმა დღეს განაცხადა, რომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობა მალე არ იმოქმედებს, ყირგიზეთში შექმნილი კრიზისი შესაძლოა „კატასტროფაში“ გადაიზარდოს. „ქვეყნის მეზობლებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ყირგიზეთის მთავრობას მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენაში დაეხმარონო“ - განაცხადა ანტონიო გუტერესმა. ყირგიზეთის დროებითი მთავრობა აცხადებს, რომ 10 ივნისს ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაწყებულ შეტაკებებს დაახლოებით 180 ადამიანი ემსხვერპლა და 2,000 დაიჭრა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით კი მსხვერპლის რაოდენობა რამდენიმე ასეულია. გაეროს ინფორმაციით, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილება 200,000 ადამიანს მოუწია. 75,000-მა კი უზბეკეთს შეაფარა თავი.
XS
SM
MD
LG