Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ


ევროკავშირის სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ ირანის წინაღამდეგ სანქციების გამკაცრებაზე. ამ ნაბიჯის მიზანია თეირანის დაყოლიება, დაუბრუნდეს ბირთვული პროგრამის საკითხზე დასავლეთთან მოლაპარაკებას. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ევროკავშირის სანქციები რამდენიმე ზომას ითვალისწინებს, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორში უცხოური ინვესტიციების აკრძალვას, გარკვეულ შეზღუდვებს საბანკო, სადაზღვევო და ტრანსპორტის სექტორებში. თავის მხრივ, გუშინ აშშ-მაც გაამკაცრა ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. გასულ კვირაში კი თეირანის მიმართ სანქციები გაერომაც შემოიღო, თუმცა რუსეთისა და ჩინეთის ძალისხმევის შედეგად, ეს ზომები მოსალოდნელზე ნაკლებად მკაცრი გამოდგა. დღეს მოსკოვმა მძაფრად გააკრიტიკა ევროკავშირი და აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებისთვის.
XS
SM
MD
LG