Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არ აპირებს ყირგიზეთში მშვიდობისდამცველების გაგზავნას


კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, მათ შორის რუსეთსა და ყირგიზეთს აერთიანებს, აცხადებს, რომ არ აპირებს ყირგიზეთში მშვიდობისდამცველების გაგზავნას, თუმცა შესაძლოა, უშიშროების „სპეციალისტები“ გააგზავნოს. ორგანიზაციის გენერალურ მდივან ნიკოლაი ბორდიუჟას არ დაუზუსტებია, რა იგულისხმება უშიშროების „სპეციალისტებით“. ისინი, ბორდიუჟას განმარტებით, შესაძლოა, გამოყენებულ იქნენ იმ პირთა მისაკვლევად, ვინც ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის შეტაკებებს მიღმა დგას. ეთნიკური დაპირისპირების შედეგად სამხრეთ ყირგიზეთში, სულ ცოტა, 191 ადამიანი დაიღუპა. ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, როზა ოტუნბაევამ გასულ კვირაში რუსეთს სთხოვა სამხედრო დახმარება სამხრეთ ყირგიზეთში ეთნიკური დაპირისპირებისათვის ბოლოს მოსაღებად. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები, ყირგიზეთთან და რუსეთთან ერთად, არიან ბელორუსია, სომხეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.
XS
SM
MD
LG