Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ლიდერები ქურთების მხრიდან თავდასხმების გახშირებაზე ლაპარაკობენ


თურქეთის პრეზიდენტი, აბდულა გიული დღეს თურქეთის სამხედრო და სამოქალაქო სფეროების სხვა ლიდერებთან მართავს შეხვედრას, ქურთი მეამბოხეების მხრიდან თავდასხმების გახშირების საკითხის განხილვის მიზნით. ბოლო თავდასხმა ერაყის საზღვართან შაბათს მოხდა. სეპარატისტული, ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლების იერიშს თურქეთის 12 ჯარისკაცის დაღუპვა მოჰყვა. თურქეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელმა, ილკერ ბასბუგმა დღეს თქვა, მთავრობა „გრძელვადიანი პერსპექტივით“ უერთგულებს მეაბმოხეებთან ბრძოლის პროცესსო. დღესვე აშშ-ს ელჩმა, ჯეიმს ჯეფრიმ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ „მყისიერად“ განიხილავს ანკარის ნებისმიერ თხოვნას, რომელიც ქურთისთანის მუშათა პარტიასთან ბრძოლაზე იქნება გამიზნული. ამ ორგანიზაციას ვაშინგტონი ტერორისტულს უწოდებს. ქურთი მეამბოხეები თურქეთის სამხრეთაღმოსავლეთში ავტონომიის მოპოვებისთვის 1984 წლის შემდეგ იბრძვიან.
XS
SM
MD
LG