Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ერაყის საზღვართან ჯარს აგზავნის


იუწყებიან, რომ თურქეთმა ერაყის საზღვართან ჯარი გაგზავნა მას შემდეგ, რაც შაბათს სეპარატისტი ქურთი ექსტრემისტების თავდასხმამ თურქეთის 12 ჯარისკაცი შეიწირა. ვრცელდება უშიშროების უწყებების ინფორმაცია - რომ ვერტმფრენებიდან ცეცხლი გაუხსნეს ჰაკარისა და სირნაკის პროვინციების იმ ადგილებს, რომლებსაც, გავრცელებული ვარაუდით, ქურთისტანის მუშათა პარტიის პარტიზანული ჯგუფი აფარებს თავს. ანკარაში პრეზიდენტმა აბდულა გიულმა სასწრაფო შეხვედრა მოიწვია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და სამხედრო ლიდერებმა. ქურთი მეამბოხეები ქვეყნის სამხრეთაღმოსავლეთში ავტონომიისთვის 1984 წლის შემდეგ იბრძვიან.
XS
SM
MD
LG