Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ”განათლების ინტერნაციონალის” საგანგებო კომისია ეწვევა


საქართველოში დღეს "განათლების ინტერნაციონალის" საგანგებო კომისია ჩამოდის . როგორც `ინტერპრესნიუსს~ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიდან აცნობეს, სამინისტროს მხრიდან პედაგოგთა პროფკავშირის საქმიანობაში ჩარევის ფაქტებს უარყოფითი საერთაშორისო შეფასება მოჰყვა. კერძოდ, "განათლების ინტერნაციონალის" გენერალურმა მდივანმა სპეციალური წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს და მათ ასეთი ფაქტების აღმოფხვრა მოსთხოვა.
ამასთან, "განათლების ინტერნაციონალმა" საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით შექმნა სპეციალური კომისია, რომლის წევრებიც საქართველოში დღეს საგანგებო ვიზიტით ჩამოდიან. კომისიის წევრები შეხვდებიან ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში პიერ ეკლუნდს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და პედაგოგთა პროფკავშირის აღმასრულებელ საბჭოს. ასევე, იგეგმება შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ოფისთან, განათლების და მეცნიერების მინისტრთან.
XS
SM
MD
LG