Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მემარჯვენეები არცერთ ალიანსში გაწევრიანებას აღარ აპირებენ


პარტია "ახალი მემარჯვენეები" არცერთ პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და სხვის მიერ დაგეგმილ აქციებში მონაწილეობას აღარ აპირებს. გაზეთ "პრაიმ-თაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ახლების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ პარტია გაძლიერებასა და ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაზე იზრუნებს და მომავალ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ახლების ლიდერის შეფასებით, ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი და სხვები, დღეს რევანშიზმით უფრო არიან დაკავებულნი, ვიდრე ქვეყნის კეთილდღეობით და მზად არიან, საქართველოში ხელისუფლება ნებისმიერი გზით შეცვალონ. გამყრელიძის განცხადებით, მათთან თანამშრონლობას არ აპირებენ, რადგან ახლებისთვის ხელისუფლების შესაცვლელად მხოლოდ არჩევნების გზაა მისაღები.
XS
SM
MD
LG