Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი ადამიანი შეიწირა სტამბოლში მოწყობილმა აფეთქებამ, რომელზე პასუხისმგებლობაც ქურთმა სეპარატისტებმა იკისრეს


სტამბოლში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ბომბზე აფეთქდა ავტობუსი, რომელშიც სამხედრო პირები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობით იკისრა ქურთების სეპარატისტულმა ჯგუფმა სახელწოდებით „ქურთისტანის თავისუფლების ქორები“. გუშინ თურქეთმა დაიწყო სამხედრო ძალების მრავალრიცხოვანი შენაერთების განთავსება ერაყთან საზღვარზე. ჩრდილოეთ ერაყში ქურთი სეპარატისტების ბაზები მდებარეობს.
XS
SM
MD
LG