Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთში ურუგვაისა და მექსიკის ეროვნული გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდნენ


ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მასპინძლობს, A ჯგუფის ბოლო მატჩები გაიმართა. ურუგვაის ნაკრებმა მექსიკის გუნდი დაამარცხა, ანგარიშით 1:0, ხოლო სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა 2:1 სძლია საფრანგეთის ეროვნულ გუნდს. შედეგად, ურუგვაისა და მექსიკის გუნდები მერვედფინალში გავიდნენ. დღეს გაიმართება კიდევ ორი მატჩი: B ჯგუფის ბოლო შეხვედრები ნიგერიისა და სამხრეთ კორეის, აგრეთვე საბერძნეთისა და არგენტინის ნაკრებ გუნდებს შორის.
XS
SM
MD
LG