Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ათასობით ეთნიკური უზბეკი ლტოლვილი ბრუნდება


ყირგიზეთში ბრუნდება ათასობით ეთნიკური უზბეკი ლტოლვილი, რომლებმაც უზბეკეთს შეაფარეს თავი სამხრეთ ყირგიზეთში 10 ივნისს დაწყებული ეთნიკური დაპირისპირების შემდე. რადიო „თავისუფლების“ ყირგიზული სამსახური ყირგიზეთის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საზღვარი 35 000-მდე უზბეკმა ლტოვილმა გადაჭრა შინ, სამხრეთ ყირგიზეთში დასაბრუნებლად. სავარაუდოდ, 100 000-მდე ეთნიკური უზბეკი გაიქცა უზბეკეთში მას შემდეგ, რაც სამხრეთ ყირგიზეთში მდებარე ოშისა და ჯალალ-აბადის რეგიონებში ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის შეტაკებები დაიწყო. ძალადობამ, სულ ცოტა, 208 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG