Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთმა რუსეთს მისი ჯარების გაყვანა მოსთხოვა


მოლდავეთმა რუსეთს მოსთხოვა მისი 1500 სამხედროს გაყვნა სეპარატისტული დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან, სადაც ისინი განთავსებული არიან ბოლო ოცი წელია. მოლდავეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, მიჰაი გიმპუს განკარგულებით, მოსკოვმა, უპირობოდ, სასწრაფოდ და გამჭვირვალედ უნდა გაიყვანოს ჯარი დნესტრისპირეთიდან. პირველად ხდება, რომ მოლდავეთის ლიდერი რუსეთს პირდაპირ მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარი თავისი ტერიტორიიდან. რუსეთის პირობით, მას თავისი ჯარი უნდა გაეყვანა 1999 წელს ეუთოს მიერ მიღწეული შეთანხმებით, 2002 წელს. მაგრამ მოსკოვი დღემდე არღვევს ამ პირობას. გიმპუს ამავე განკარგულებით, 28 ივნისი „საბჭოთა ოკუპაციის“ ოფიციალურ დღედ გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG