Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია რუსეთიდან ნავთობისა და გაზის ევროპაში ექსპორტის შეჩერებით იმუქრება


ბელორუსია იმუქრება, რომ შეაჩერებს მის ტერიტორიაზე ევროპაში რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტის ტრანზიტს, თუ რუსეთი არ გაისტუმრებს ვალს - 32 მილიონ დოლარს, რომელიც ბელორუსიაზე ტრანზიტში ჰმართებს. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხდა, რომ ტრანზიტის შეჩერება 24-საათიან პერიოდშია მოსალოდნელი. რუსეთის კომპანია „გაზპრომი“ უარყოფს, რომ ბელორუსიის ვალი მართებს.
XS
SM
MD
LG