Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ბრიტანეთი ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესების პირობას დებენ



ბრიტანეთი და რუსეთი აცხადებენ, რომ გააუმჯობესებენ ახლახან დაძაბულ ურთიერთობას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი და რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი კანადის ქალაქ ტორონტოსთან ახლოს, დიდი რვიანის სამიტის კულუარებში შეხვდნენ ერთმანეთს. ბოლო წლების განმავლობაში ბრიტანეთსა და რუსეთს შორის კავშირები დაიძაბა რამდენიმე მიზეზით - მათ შორის 2006 წელს ლონდონში ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ფატალურად მოწამვლის და ბრიტანეთის კომპანია ბიპის რუსულ კომპანიასთან ერთად შექმნილი საწარმოდან გაძევების გამო.
XS
SM
MD
LG