Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალკანეთში უსაზღვრებო ზონა დაარსდა


ალბანეთის, მაკედონიის, ჩერნოგორიესა და კოსოვოს ლიდერებმა დღეს განაცხადეს, რომ ევროპაში ინტეგრაციის გააქტიურებისთვის მზაობის ნიშნად, თავიანთ ტერიტორიებს შორის „თავისუფალი გადაადგილების“ ზონა დააარსეს. კოსოვოს პრეზიდენტმა, ფატმირ სეიდუმ, ამას „მინი-შენგენის რეჟიმის“ შექმნა უწოდა. სეიდუს მხედველობაში ჰქონდა ევროკავშირის 25 წევრ ქვეყანას შორის მოქმედი უსაზღვრებო ზონა. განცხადების გავრცელებამდე ლიდერებმა კოსოვოს ქალაქ პრიზრენში გამართეს შეხვედრა.
XS
SM
MD
LG