Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: აშშ-ის სამხედრო შენაერთები, ავღანეთში კიდევ დიდხანს დარჩება


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბევრი ელოდება იმ დღეს, როდესაც შეერთებული შტატები ავღანეთიდან საკუთარ სამხედრო შენაერთებს გამოიყვანს, თუმცა, როგორც მან ტორონტოში, დიდი ოცეულის შეხვედრაზე განაცხადა, ამის შესახებ საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ დიდი ხნის მანძილზე გააგრძელებს ავღანეთისათვის დახმარების გაწევას, რადგან შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს ის, რომ ავღანეთი აღარ გამოიყენებოდეს ახალი ტერორისტული თავდასხმების წყაროდ.

XS
SM
MD
LG