Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჰიუმან რაიტს უოჩი" ევროკავშირის მიერ წამებით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებაზე წერს


"ჰიუმან რაიტს უოჩის" ახალი ანგარიშის თანახმად, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ტერორიზმთან ბრძოლაში იყენებენ უცხო ქვეყნების მიერ მიწოდებულ სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც წამების გზით არის მიღებული. ანგარიშის სათაურია „კითხვები არ ისმება: სადაზვერვო თანამშრომლობა ქვეყნებთან, სადაც აწამებენ“. ავტორების თანახმად, ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში ირღვევა ევროკავშირის წამების საწინააღდეგო პრინციპები. ”ჰიუმან რაიტს უოჩის” დასავლეთ ევროპის მკვლევარი ჯუდით სანდერლენდი ამბობს, რომ ქვეყნები ”უნდა მუშაობდნენ წამების აღმოსაფხვრელად და არ უნდა ეყრდნობოდნენ უცხო ქვეყნების ინფორმაციას, რომელიც წამებით არის მოპოვებული”. ანგარიშში ნათქვამია, რომ საეჭვო პირობებში მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია ”ვნებს ევროკავშირის სანდოობას”.
XS
SM
MD
LG