Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში შედგა ისრაელი-თურქეთის მაღალი დონის საიდუმლო შეხვედრა


თურქეთისა და ისრაელის მინისტრები ბრიუსელში საიდუმლოდ შეხვდნენ ერთმანეთს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ ჩავუშოღლუ და ისრაელის ვაჭრობის მინისტრი ბენჯამინ ბენ ელიეზერი ერთმანეთს ოთხშაბათს შეხვდნენ. ისრაელის სამხედრო რადიოს ცნობით, შეხვედრა ვაშინგტონთან შეთანხმებით მომზადდა. ეს იყო პირველი მაღალი დონის შეხვედრა 31 მაისს პალესტინისკენ მიმავალ თურქეთის გემზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რასაც 9 თურქი აქტივისტი შეეწირა. ამ თავდასხმის შემდეგ თურქეთმა დაუყოვნებლივ გაიწვია თავისი ელში თელ ავივიდან, გააუქმა დაგეგმილი სამხედრო წვრთნა და აგრეთვე ორჯერ უთხრა უარი ისრაელის სამხედრო თვითმფრინავს საჰარეო სივრცის გამოყენებაზე. თურქეთს სურს, რომ ისრაელმა ბოდიში მოიხადოს და დათანხმდეს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას. აშშ გამოთქვამს შეშფოთებას მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობის გაფუჭების გამო.
XS
SM
MD
LG