ცნობილ რუს პიანისტს და დირიჟორს მიხაილ პლეტნიოვს პედოფილიაში ადანაშაულებენ. ამ ბრალდებით მუსიკოსი დააკავეს ტაილანდში, სადაც ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობს. პლეტნიოვს, რომელიც ბრალდებას უარყოფს, სასამართლომ საკონცერტო მოღვაწეობის გასაგრძელებლად ტაილანდიდან დროებით გამგზავრების ნება დღეს დართო, თუმცა, 18 ივლისისთვის დაბრუნება მოსთხოვა.