Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარმეტყველმა რვაფეხამ ჩემპიონად ესპანეთი აირჩია


გერმანიაში მცხოვრებმა რვაფეხამ, რომელსაც სახელად პოლი ჰქვია და გავრცელებული ვარაუდით წინასწარმეტყველის უნარით გამოირჩევა, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონობა ესპანეთს უწინასწარმეტყველა. რვაფეხის არჩევანს ტელევიზია მთელი ევროპის მასშტაბით გადასცემდა. რვაფეხამ საჭმელი ესპანეთის დროშით გაფორმებული კონტეინერიდან აიღო და სრული იგნორირება გაუკეთა ჰოლანდიის დროშიან ჯამს. ორი წლის ასაკის რვაფეხამ, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ აკვარიუმში ცხოვრობს, ზუსტად გამოიცნო მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ექვსივე თამაშის შედეგი. გერმანიის რამდენიმე მოქალაქე მის საჯაროდ შეწვას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG