Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს ეწვევიან


12-15 ივლისს საქართველოს ფაქტების დამდგენი ვიზიტით ეწვევიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, კასტრიოტ ისლამი და მიკაელ იენსენი. მათი მიზანი იმის გარკვევა იქნება, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებს საქართველო ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და პირობებს. კერძოდ, დისკუსიები შეეხება იუსტიციის სექტორის რეფორმას, ადამიანის უფლებების დაცვას, დეცენტრალიზაციას, ადგილობრივ მმართველობას, მედიის პლურალიზმს და კორუფციასთან ბრძოლას. ისლამი და იენსენი შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან - ისევე როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, თბილისის მერთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. ხუთშაბათს, 15 ივლისს ისლამი და იენსენი საქართველოს პარლამენტის შენობაში პრეს-კონფერენციას გამართავენ.
XS
SM
MD
LG