Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BP-ის განცხადებით, მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრით გამოწვეული ხარჯები 3,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა


ნავთობკომპანია "ბრიტიშ პეტროლეუმის" (BP-ის) განცხადებით, მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობით გამოწვეული ხარჯები 3,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. კომპანიის განცხადებით, ხარჯები მოიცავს ინდივიდუალური მოსარჩელეებისთვის გადახდილ 165 მილიონამდე დოლარს. BP-ის განცხადებით, შაბათამდე მას 105 000-მდე სარჩელი ჰქონდა მიღებული. კომპანიის განცხადებით, ჯერ ნაადრევია შეფასების გაკეთება საბოლოო ხარჯებთან და კომპენსაციებთან დაკავშირებით. BP-ისაგან მოითხოვენ, შეაჩეროს ნავთობის ჩაღვრა, რომელიც მძიმე ზარალს აყენებს გარემოს შეერთებული შტატების ხუთი შტატის სანაპირო ზოლზე მექსიკის ყურეში.
XS
SM
MD
LG