Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი და სეული ჩაძირული გემის საკითხს 15 ივლისს განიხილავენ


გაეროს სამხედრო მისიის წარმომადგენლის განცხადებით, 15 ივლისს, ჩრდილოეთ კორეასთან სამხრეთ კორეული სამხედრო გემის ჩაძირვის საკითხი განიხილება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა შედგება სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში. მოლაპარაკებები სამშაბათს უნდა გამართულიყო, თუმცა ის ხუთშაბათისთვის გადაიდო. გაეროს უშიშროების საბჭომ გასულ კვირას მიიღო რეზოლუცია, სადაც ის მკაცრად განსჯის ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სამხრეთ კორეული გემის ”ჩხონანის” ჩაძირვას, რომლის შედეგადაც 46 მეზღვაური დაიღუპა.

XS
SM
MD
LG