Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუშეთში ადიდებულმა მდინარემ საცხოვრებელი სახლები დატბორა


დუშეთის რაიონში გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. სტიქიის შედეგად 10-მდე ოჯახი დაზარალდა. დაზიანებულია გზის რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთი, დახოცილია შინაური ფრინველი.

ამ დროისთვის დუშეთის რაიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ზარალის ზუსტ რაოდენობას სპეციალური კომისია სწავლობს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზურაბ ოტიაშვილის განცხადებით, გამგეობა სტიქიით დაზარალებულებს მაქსიმალურად დაეხმარება.

ძლიერმა წვიმამ დუშეთის რაიონის სოფლები რამდენიმე დღის წინ საკომუნიკაციო ქსელის გარეშეც დატოვა.

XS
SM
MD
LG