საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მაღალ შეფასებას აძლევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების გარშემო მოლაპარაკებათა დაწყებას და 15 ივლისს ბათუმში გამართულ პირველ რაუნდს. “ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ იგი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით განხორციელდა”, - განაცხადა 19 ივლისს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა. ”აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას”, - აღნიშნა ნალბანდოვმა 19 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.