Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ და კამერონმა ავღანეთის საკითხი განიხილეს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს თქვა, რომ ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე დიდი ბრიტანეთია. მან ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, დევიდ კამერონთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. ობამასა და კამერონის მოლაპარაკება ძირითადად ავღანეთის ომს შეეხებოდა. ობამას განცხადებით, საერთაშორისო სამხედრო ძალების ერთობლივი მცდელობა ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ შედეგს გამოიღებს. ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს ირანის ბირთვული პროგრამა და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი.
XS
SM
MD
LG