Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ტრიბუნალი კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხელახლა გასამართლებას მოითხოვს


გაეროს ტრიბუნალმა, რომელიც ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს განიხილავს, გააუქმა კოსოვოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ რამუშ ჰარადინაის გამამართლებელი გადაწყვეტილება და მისი ხელახლა გასამართლება მოითხოვა. ჰააგაში განთავსებული ტრიბუნალის განცხადებით, ჰარადინაის - კოსოვოს გათავისუფლების არმიის ყოფილი ხელმძღვანელის - და ამ არმიის კიდევ ორი წარმომადგენლის სასამართლო პროცესის დროს ადგილი ჰქონდა მოწმეების დაშინებას. ჰარადინაის, რომელიც ორი წლის წინ უდნაშაულოდ სცნეს, მრავალი ბრალდება ჰქონდა წაყენებული, მათ შორის მკვლელობის, წამების და გაუპატიურების ბრალდებები. ეს დანაშაულები, ბრალდების მიხედვით, მიმართული იყო სერბებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინაღამდეგ 1998 წელს, სერბიისაგან კოსოვოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს. ჰარადინაის გამართლება პროკურორებმა გაასაჩივრეს.
XS
SM
MD
LG