Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის კომისია შექმნა


საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც მომავალი პრეზიდენტის ძალაუფლებას შეამცირებს პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ. დღესვე პარლამენტმა შექმნა კონსტიტუციის ცვლილებების საბაზისო პროექტის საჯარო განხილვის კომისია, რომელიც 36 წევრისგან დაკომპლექტდა. მასში, დეპუტატების გარდა, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ძირითადად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები შევიდნენ. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი იქნება. კონსტიტუციის ცვლილებების საბაზისო პროექტის საჯარო განხილვის პროცესი, სულ ცოტა, ერთი თვე გასტანს, რის შემდეგაც პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა მისი დამტკიცების საკითხზე.
XS
SM
MD
LG