Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მილიციამ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი დააპატიმრა


23 ივლისს დილით, მილიციამ ხიმკის ტყის დაცვის 7 აქტივისტი დააკავა. მათ შორის არიან მოძრაობის - „ხიმკის ტყის გადასარჩენად“ - ლიდერი ევგენი ჩირიკოვი და ორი ჟურნალისტი - „ნოვაია გაზეტას“ რეპორტიორი ელენა კოსტიუშჩენკო და რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიუროს თანამშრომელი იური ტიმოფეევი. მათ წაუყენეს ხულიგნობის მუხლი, რაც 15-დღიან პატიმრობასა და ფულად ჯარიმას ითავლისწინებს. დაკავებულები სამი საათის განმავლობაში მოთავსებული ჰყავდათ ხიმკის მილიციის ქვეგანყოფილების დახუთულ ნაგებობაში, რის გამოც ელენა კოსტიუშჩენკო შეუძლოდ შეიქნა და მილიციას სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება დასჭირდა, - მილიციის შენობიდან, ტელეფონით იუწყებოდა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი. სასამართლომ მოგვიანებით გაათვისუფლა "ნოვაია გაზეთას" კორესპონდენტი და ხიმკის ტყის გადარჩენის მოძრაობის ლიდერი ევგენი ჩირიკოვი. რადიო თავისუფლების ხელმძღვანელობამ ამ ფაქტის თაობაზე უკვე მიმართა უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და რუსეთის ომბუდსმენს. დღეს დილით მილიციამ ეკოლოგების კარვის ქალაქი დაშალა, რის შემდეგაც ხიმკის ტყეში განახლდა ხის ჭრა მოსკოვი-პეტერბურგის ავტოტრასის მშენებლობისათვის.
XS
SM
MD
LG