Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არმიის ერთ-ერთი მეთაური პაკისტანს სტუმრობს


აშშ-ის შეიარაღებული შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი მაიკ მალენი პაკისტანის სამხედრო ლიდერებს ხვდება, ისლამისტ მეამბოხეებთან ბრძოლის შესახებ მოსალაპარაკებლად. მალენმა, პაკისტანში ჩასვლამდე, მეზობელ ინდოეთში განაცხადა, რომ ის ერთობ შეშფოთებულია იმის გამო, რომ პაკიტანში ექსტრემისტები, მათ შორის „ჰაყანის“ დაჯგუფება, არიან დაბანაკებული. მალენმა თქვა, რომ "ჰაყანი" ალ ყაიდასთან და სხვა ტერორისტულ ჯგუფებთან არის დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG