Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩავესი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ ვენესუელისგან წვეთ ნავთობს ვერ მიიღებს


ვენესუელა ამერიკის შეერთებულ შტატებს ნავთობის ექსპორტს შეუწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ მას კოლუმბია დაესხმება თავს - ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა განაცხადა. გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენესუელის ტერიტორიას თავს აფარებდნენ ულტრამემარცხენე კოლუმბიელი მეამბოხეები. ჩავესის ახალი განცხადების თანახმად, კოლუმბიის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში, აშშ, რომელიც კოლუმბიის მოკავშირეა, ვენესუელისგან წვეთ ნავთობსაც ვერ მიიღებს.
XS
SM
MD
LG