Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი ადასტურებს, რომ „ალ-ყაიდამ“ ფრანგი მძევალი მოკლა


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ დღეს დაადასტურა, რომ მოკლულია ჰუმანიტარული ორგანიზაციის ფრანგი წარმომადგენელი, 78 წლის მიშელ ჟერმანო, რომელიც საჰარაში მოიტაცა ჩრდილოეთ აფრიკაში „ალ-ყაიდის“ სახელით მოქმედმა ჯგუფმა. სარკოზიმ დღეს, მთავრობის საგანგებო სხდომაში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთი საპასუხო ზომებს მიმართავს 24 ივლისს მალიში ჟერმანოს მკვლელობასთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მან თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებს დაავალა საპასუხო ზომების მომზადება. მალის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, „ალ-ყაიდის“ წევრმა ექსტრემისტებმა თავი მოკვეთეს ხანდაზმულ ფრანგს. არაბულენოვანმა სატელტიურმა ტელევიზია „ალ-ჯაზირამ“ გასული კვირის მიწურულს გადასცა ეთერში ჩრდილოეთ აფრიკაში „ალ-ყაიდის“ ლიდერის აუდიომიმართვა, რომლის თანახმადაც, ჟერმანო მოკლეს მალიში გასულ კვირაში „ალ-ყაიდის“ ექვსი წევრის დახოცვის საპასუხოდ. ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციაში მავრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG