Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო და თბილისი მხარს უჭერენ სატრანზიტო დერეფანს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება სატრანზიტო დერეფანთან დაკავშირებით. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას, გილაურმა აღნიშნა, რომ სატრანზიტო დერეფანი ჩინეთს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპასთან დააკავშირებს. ამ საკითხზე ხელშეკრულება აზერბაიჯანისა და საქართველოს მხარეებს 23 ივლისს, ბაქოში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას გაფორმდა. თუმცა, გილაურის თქმით, "ეს საკითხი ჯერ კიდევ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბათუმში ვიზიტისას იქნა განხილული." სატრანზიტო დერეფანი, დამატებითი ტვირთების შემოდინების საფუძველზე, საქართველოს დამატებით შემოსავლებს მოუტანს და სამუშაო ადგილებს შექმნისო - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG