Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა 59 მილიარდი დოლარის გამოყოფას ავღანეთის, ერაყისა და ჰაიტისთვის


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მხარი დაუჭირა დამატებითი 59 მილიარდი დოლარის გამოყოფას, ავღანეთისა და ერაყის ოპერაციების, მიწისძვრით დაზარალებული ჰაიტის დახმარების და მთელი რიგი სხვა შიდა პროგრამების დასაფინანსებლად. ამ თანხიდან 37 მილიარდი დოლარი ავღანეთისა და ერაყისათვისაა გამიზნული. კანონპროექტი უკვე მოიწონა სენატმა და ხელმოსაწერად პრეზიდენტ ობამას გადაუგზავნა.
XS
SM
MD
LG