შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთმა კორეამ დაასრულეს ოთხდღიანი სამხედრო წვრთნები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან მწვავე დაძაბულობის ფონზე გაიმართა. იაპონიის ზღვაში მანევრებმა, რომლებშიც 20-მდე გემი და 8000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, ინციდენტების გარეშე ჩაიარა. მათი მიზანი იყო ძალის დემონსტრირება ჩრდილოეთ კორეასთან მას შემდეგ, რაც მარტში სამხრეთ კორეის სამხედრო გემის ჩაძირვას 46 მეზღვაური შეეწირა. სეული და ვაშინგტონი გემის ჩაძირვაში ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებენ, მაგრამ ის ბრალდებას უარყოფს.