Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 25 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 27 დაიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ნიმროზის პროვინციაში მოხდა. პროვინციის გუბერნატორ ღულამ დასტგირ აზადის განცხადებით, დაჭრილების ევაკუაციაში მრავალეროვანი კოალიციის ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ. გზის პირას ჩადებული ბომბების აფეთქება თალიბანის ერთ-ერთი მთავარი იარაღია ავღანეთის ომში, რომელიც თითქმის ცხრა წელია, გრძელდება.
XS
SM
MD
LG