Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირს სურს, მალე განახლდეს ირანთან მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერ კეტრინ ეშტონს საჭიროდ მიაჩნია, რაც შეიძლება მალე განახლდეს ირანთან ჩიხში შესული მოლაპარაკება, რომელიც ირანის სადავო, ბირთვულ პროგრამას ეხება. ეშტონმა, რომელიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია, განაცხადა, რომ მოლაპარაკება მხოლოდ ბირთვული პროგრამის თემაზე უნდა იყოს ფოკუსირებული. დასავლეთი შიშობს, რომ ირანს სურს, ბირთვული იარაღის შეასაქმნელად გამოიყენოს გამდიდრებული ურანი. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას და ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მარტო მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ირანსა და ექვს ქვეყანას, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს შორის მოლაპარაკება ჩიხში მოექცა ოქტომბერში, რის შემდეგაც ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს. ირანის მთავარმა წარმომადგენელმა ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებზე, საიდ ჯალილიმ 6 ივლისს წერილობით მიმართა ეშტონს მოლაპარაკებების უპირობოდ განახლების თხოვნით.
XS
SM
MD
LG