Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტი ოშში ჩასვლას აპირებს


ყირგიზეთის პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა დღეს ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ოშს ეწვევა. იქ ივნისში ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე კვირის დასაწყისში ქალაქ ოშში ასობით ადამიანმა მიირო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლობასთან გაიმართა. ისინი რეგიონში ეუთოს საპოლიციო მისიის გაგზავნის გეგმას აპროტესტებდნენ. ყირგიზეთში ეუთოს ეგიდით 50-მდე შეუიარაღებელი პოლიციელის გაგზავნა იგეგმება იმისათვის, რომ ადგილობრივ სამართალდამცავებს ვითარების მონიტორინგში დაეხმარონ.
XS
SM
MD
LG