Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 15 მილიარდი დოლარის კრედიტი დაუმტკიცა უკრაინას


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 15,15 მილიარდი დოლარის კრედიტი დაუმტკიცა უკრაინას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დასახმარებლად. სავალუტო ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ, 29-თვიანი პროგრამის ჩარჩოებში, კიევი დაუყოვნებლივ მიიღებს პირველ ტრანშს - 1,9 მილიარდ დოლარს, ხოლო დანარჩენ ტრანშებს ყოველ კვარტალში ერთხელ, სავალუტო ფონდის მიერ ამ საკითხის განხილვისა და დამტკიცების საფუძველზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილე ჯონ ლიპსკის განმარტებით, სავალუტო ფონდს სჯერა, რომ უკრაინის ხელისუფლება აპირებს, მიმართოს ზომებს ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ფისკალური, ენერგეტიკის და საფინანსო სექტორების რეფორმების მეშვეობით. უკრაინა ცდილობს, აღმოფხვრას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მძიმე შედეგები, რომელთა შორისაც იყო გასულ წელს უკრაინის ეკონომიკის 15-მდე პროცენტით შემცირება.
XS
SM
MD
LG