Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მისი ხმა დაგვაკლდება...


გარდაიცვალა ნინო ღაჭავა - რადიო თავისუფლების ქუთაისელი კორესპონდენტი. ნინო ათ წელიწადზე მეტ ხანს, 1999 წლის დეკემბრიდან გვაწვდიდა რეპორტაჟებს საქართველოს მეორე ქალაქიდან - მიუკერძოებლად, ფაქტებზე დაყრდნობით და სხვადასხვა პოზიციის ადამიანთა შეხედულებების გათვალისწინებით მოგვითხრობდა პოლიტიკურ, ეკონომიკურსა თუ სოციალურ თემებზე. ნინო რეგულარულად მონაწილეობდა რადიო თავისუფლების ყოველკვირეული პროგრამის „რეგიონული მაცნის“ მომზადებაში. მისი ხმა, მისი სიუჟეტები ძალიან დააკლდება ჩვენს გადაცემებს და, რაც მთავარია, დაგვაკლდება თვითონ ნინო, გულთბილი, გულისხმიერი ადამიანი და მეგობარი. ნინო 41 წლის იყო. ის ქუთაისში გარდაიცვალა ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. რადიო თავისუფლება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს.

ნინო ღაჭავას რეპორტაჟები
XS
SM
MD
LG