Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 2000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს ხანძრების ჩასაქრობად მიმდინარე ძალისხმევაში


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს ცენტრალურ რუსეთს მოდებული ხანძრების ჩასაქრობად მიმდინარე ძალისხმევაში. საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცები ეხმარებიან 238 000-მდე მეხანძრეს, ოპერაციებში მონაწილეობს 56 ვერტმფრენი და თვითმფრინავი. საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ცნობით, 400 ადგილას არის აღრიცხული ხანძარი 120 000 ჰექტარის ფართობზე. პარასკევს 387 ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. ხანძრების შედეგად დაღუპულების რიცხვი 30-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG