Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის პრეზიდენტმა ჯარები გააგზავნა კოლუმბიის საზღვართან


ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესის განცხადებით, მან ჯარისკაცები და სამხედრო-საჰაერო ძალები გააგზავნა კოლუმბიის საზღვართან. ჩავესის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ კოლუმბიის პრეზიდენტი ალვარო ურიბე შესაძლოა, ვენესუელაზე თავდასხმისთვის ემზადებოდეს. კოლუმბიის ოფიციალურ წარმომადგენლებს ნათქვამი აქვთ, რომ არ არსებობს ვენესუელაზე იერიშის გეგმა. უგო ჩავესმა მეზობელ კოლუმბიასთან, რომელიც შეერთებული შტატების მოკავშირეა, დიპლოატიური ურთიერთობა გაწყვიტა 22 ივლისს - მას შემდეგ, რაც კოლუმბიის მთავრობამ წარმოადგნია ფოტოსურათები, ვიდეოფილმები და რუკები, რომლებიც, მათი შეფასებით, ვენესუელის ტერიტორიაზე კოლუმბიელი მეამბოხეების ბანაკების ყოფნას ადასტურებს. ჩავესი უარყოფს მეამბოხეების მფარველობის შესახებ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG