Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ხანძრების ნაწილი კონტროლს არ ექვემდებარება


რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, ხანძრების ნაწილს ვერ აკონტროლებენ. ეს ცნობა ეწინააღმდეგება სამინისტროს უფრო დაბალი რანგის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, რომ ხანძრები კონტროლს ექვემდებარება. ხანძრებმა 40 ადამიანი შეიწირა, ასობით სახლი გაანადგურა და უზარმაზარ ტერიტორიაზე ტყეები და მინდვრები გადაწვა. ათიათასამდე მეხანძრე, ათასობით სამხედრო მოსამსახურე და ათიათასობით მოხალისე მონაწილეობს ცეცხლის ჩასაქრობად მიმდინარე ძალისხმევაში. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა რუსეთის შვიდ რეგიონში, მათ შორის მოსკოვის, ვლადიმირის, ვორონეჟის რეგიონებში ხანძრების გამო.
XS
SM
MD
LG