Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში 45 ადამიანი შეიწირა პოლიტიკურად მოტივირებულმა ძალადობამ


პაკისტანის ქალაქ კარაჩიში წუხელ, სულ ცოტა, 45 ადამიანი დაიღუპა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შედეგად. არეულობა მოჰყვა ადგილობრივი დეპუტატის, რაზა ჰაიდერის მკვლელობას. წუხელ სროლის დროს კარაჩიში, რომელიც სამხრეთ პაკისტანში მდებარე საპორტო ქალაქია, სულ ცოტა, 80 ადამიანი დაიჭრა. ცეცხლი წაუკიდეს ათობით მაღაზიასა და ავტომანქანას. სროლა დილამდე ისმოდა, ქალაქის ქუჩებში სამთავრობო ჯარების განთავსების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG