Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის რაიონის სოფელ აწყურთან ტყე იწვის


დღეს ხანძარი გაჩნდა ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის მახლობლად. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, ცეცხლის ალი ერთდროულად რამდენიმე ადგილას ავარდა. ხანძრის ლოკალიზებაში მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად სოფლის მოსახლეობა მონაწილეობდა. დღის ბოლოს ხანძრის ჩაქრობაში ავიაციაც ჩაერთო. ოფიციალური ინფორმაციით, გაჩენილია ხანძრის ოთხი ღია კერა და იწვის 15 ჰექტარი ტყის მასივი. ხანძარი მთაში, მიუვალ ადგილას გაჩნდა, რაც ქართან ერთად ართულებს ჩაქრობის პროცესს. ბორჯომის ხეობაში კი ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს და, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, სპეციალისტები განმარტავენ, რომ მიმდინარეობს მიწისქვეშა ხანძარი. ამის გამო ადგილზე რჩებიან მეხანძრეები და მაშველები, რათა არ დაუშვან ღია კერების ისევ გაჩენა.
XS
SM
MD
LG