Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აწყურის ტყეში ხანძარს ვერ აქრობენ


სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ აწყურის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად სპეციალური სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. როგორც "ინტერპრესნიუსს" სატყეო დეპარტამენტის უფროსმა პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა, ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო ცეცხლი რიგ ადგილებში გაძლიერდა. ხანძრის ლოკალიზებისთვის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული; ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები; პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობაც, თუმცა კვამლის შედეგად შექმნილი ცუდი ხილვადობის გამო, მუშაობა გართულებულია. ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის მასივის ფართობის დადგენა, თუმცა, მისი ვარაუდით, ცეცხლი დაახლოებით, 20-25 ჰექტარზეა გავრცელებული. აწყურის ტყის მასივში ხანძარი 4 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ძლიერი სიცხე სახელდება.
XS
SM
MD
LG