Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელას პრეზიდენტი კარაკასში აშშ-ს ახალი ელჩის დანიშვნას აპროტესტებს


ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი კარაკასში შეერთებული შტატების ახალი ელჩის ლარი პალმერის დანიშვნას აპროტესტებს. კვირას ტელეეთერის საშუალებით უგო ჩავესმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას მიმარა და მოუწოდა გადახედოს პალმერის კანდიდატურას, რადგან ის არ იცავს დიპლომატიურ ნორმებს. რამდენიმე ხნის წინ ამერიკის სენატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პალმერმა ვენესუელას სამხედროთა მორალურ და პროფესიულ ნაკლზე ისაუბრა. გარდა ამისა მან კარაკასსა და კოლუმბიელ მეამბოხეებს შორის შესაძლო კავშირზეც ისაუბრა. ვენესუელას საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკელ დიპლომატს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG