Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის სამხრეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა


ყირიგიზეთის ხელისუფლებამ სამხრეთის რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. მთავრობის წარმომადგენელმა ფარიდ ნიაზოვმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა უქმდება ოშისა და ჯალალ–აბადის რაიონებში. ამ ტერიტორიაზე ეთნიკურ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის ივნისში დაწყებული დაპირისპირების შედეგად სულ ცოტა 350 ადამიანი დაიღუპა, 400 ათასს კი – უმრავლესად უზბეკებს სახლების მიტოვება მოუხდა. აქვე გეტყვით, რომ ყირიგიზეთის პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში 1 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG