Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჰეზბოლა” რაფიკ ჰარირის მკვლელობაში ისრაელს სდებს ბრალს


”ჰეზბოლას” ლიბანური დაჯგუფების ლიდერი 2005 წელს პრემიერ-მინისტრ რაფიკ ჰარირის მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს. შეიხ ჰასან ნასრალამ გაავრცელა შემთხვევის ადგილის ამსახველი აერო-ფოტომასალა, რომელიც, მისი თქმით, ჰარირის მკვლელობაში ისრაელის მონაწილეობის შესაძლებლობაზე მიუთითებს. ლიბანის პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი 2005 წლის თებერვალში მისი კორტეჟის მარშრუტზე ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ჰარირის მკვლელობას საერთაშორისო ტრიბუნალი იძიებს. მიმდინარე წელს სასამართლომ ეჭვმიტანილებს ბრალი უნდა წაუყენოს. ლიბანში ბევრი თვლის, რომ ყოფილი პრემიერის მკვლელობა ჰეზბოლას ორგანიზებული იყო.
XS
SM
MD
LG