Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: პაკისტანში პრიორიტეტია ხალხი, რომელსაც დახმარება თავის გადასარჩენად სჭირდება


გაეროს განცხადებით, პაკისტანში ჰუმანიტარული დახმარების მთავარი პრიორიტეტია ექვსი მილიონი ადამიანი, რომელიც ძლიერმა წყალდიდობებმა დააზარალა. გაეროს პრეს-მდივან ელიზაბეტ ბაირსის განცხადებით, დაფინანსება ფოკუსირებულია ხალხზე, რომელსაც „პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ დახმარება სჭირდება საიმისოდ, რომ გადარჩეს“. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, ჯონ ჰოლმსი ხვალ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას პაკისტანისთვის დახმარების გამოყოფის თხოვნით. პაკისტანში წყალდიდობების შედეგად დაზარალებულების რიცხვი 14 მილიონს აღწევს. დაიღუპა 1500-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG