Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიასთან დღეს გარემოვაჭრეთა აქცია გაიმართება


თბილისის მერიასთან დღეს, 12:00 საათზე გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოვაჭრეები "დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან, პუშკინის სკვერიდან, თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელიდან, "დელისის" მეტროდან და დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებიდან. "კონსერვატიული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი გუშინ რამდენიმე სავაჭრო ადგილზე იმყოფებოდა და მოვაჭრეებს, რომლებსაც გარევაჭრობა აეკრძალათ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მოვაჭრეები გარევაჭრობის დაშვებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ გარევაჭრობის დროს არანაირი გადასახადის გადახდა არ უწევდათ, ბაზრებში კი მაღალი გადასახადები იქნება დაწესებული და ვერ გადაიხდიან. შესაბამისად, შემოსავლის გარეშე რჩებიან. გარემოვაჭრეებმა სხვადასხვა სავაჭრო ადგილას, პუშკინის სკვერში, "დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე თბილისის მერიასთან აქციები გუშინაც გამართეს. დღეს კი ისინი გაერთიანებას აპირებენ. გარევაჭრობა ოფიციალურად 10 აგვისტოს აიკრძალა. მერია მათ სავაჭრო ადგილებს ბაზრებში სთავაზობს. ასევე, პირდებიან, რომ ახალ წლამდე გადასახადებისაგან გათავისუფლდებიან.

XS
SM
MD
LG